ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/06/2022
ორგანიზაცია "ჰეიში" საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში, ორგანიზაციამ საზეიმო ღონისძიება გაიმრთა. ღონისძიებას ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლები და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები დაესწრნენ.


ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებას გააცნოს ის შესაძლებლობები და მიდგომები, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა პედაგოგმა ხათუნა რაზმაძემ თანამოაზრეებთან და შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად დანერგა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საჩვენებელი გაკვეთილი.


ცენტრი „ჰეი" ხათუნა რაზმაძის მიერ რამოდენიმე თვის წინ დაარსდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლისთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხა სტარტი აღმოჩნდა აესრულებინა ოცნება, სმენის დარღვევის ბავშვებისთვის და არაფორმალური განათლების ისეთი სივრცე შეექმნა, სადაც ბავშვები და მოზარდები ზოგად განათლების მიღებასთან ერთად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, განსხვავებულ უნარების დაეუფლებასა და ახალ საქმიანობის შესწავლას.


დღეს ცენტრი „ჰეი" მთლიანად შშმ ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და მასში 24 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე იღებს არაფორმალურ განათლებას. მოსწავლეებისთვის ტარდება სხვადასხვა სახალისო გაკვეთილები. ისინი სწავლობენ ფოტოგრაფიას, ხელსაქმეს, ატარებენ გამოფენებს, ღია გაკვეთილებს და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში.


ცენტრის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 819